ახალი აღმოჩენა ჩემთვის
რაგნარ აქსელსონი, რომელიც თავის თავს RAX-ს უწოდებს, ისლანდიაში დაბადებული და გაზრდილი ფოტოგრაფია. მან თავისი კარიერა ფოტორეპორტიორობით დაიწყო და მალევე გაითქვა სახელი როგორც ნიჭიერმა ფოტოგრაფმა.

ამას მოჰყვა ისეთ წამყვან გამოცემებსა და სააგენტოებთან მუშაობა, როგორებიცაა "ნეიშენელ ჯეოგრაფიკი", "ფიგარო", "შტერნი", "ტაიმი" და სხვ. იგი იღებს შავ-თეთრ ფოტოებს. თავისი წარმომავლობისა და ხასიათის გამო მისთვის მთავარი თემა ჩრდილოეთია. ერთ-ერთ მის წიგნს ჰქვია “ჩრდილოეთის სახეები” (Faces of the North ), სადაც შესულია 15 წლის მანძილზე ისლანდიაში, ფარერის კუნძულებსა და გრენლანდიაში გადაღებული ასეულობით თემატური შავ-თეთრი ფოტოს კოლექცია.
რაგნარმა იმოგზაურა ციმბირშიც, სადაც თავისი ჩვეული სტილით გადაიღო შავ-თეთრი ფოტოები ციმბირში მცხოვრები ხალხებისა და მათი ყოფის შესახებ.
შემოგთავაზებთ ნაწყვეტს მისი მიცემული ინტერვიუდან:

ჟურნალისტი - რომელ კამერას (კამერებს) იყენებდით “ჩრდილოეთის სახეების გადაღების დროს?
RAX – ძირითადად Leica M4-P-სა და Leica M6-ს. აგრეთვე ვიყენებდი Mamiya 7-ს (6X7 ფორმატზე), იშვიათად Pentax 6x7-სა და Linhof 6x12-ს.
ჟურნალისტი – როდესაც რაიმეს გადასაღებად მიდიხართ, რომელ ფირს ანიჭებთ უპირატესობას?
RAX – ძირითადად ვიყენებდი Tri-X-ს , რომელსაც თავი დავანებე, აგრეთვე Technical Pan 25-ს. ვფიქრობ, რომ რთულად გასამჟღავნებელია, მაგრამ შედეგი იდეალურია. დღეისათვის ვცდილობ გამოვიყენო Kodak TMAX 100 , რომელიც ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან კარგი "მარცვალი" აქვს.

ჟურნალისტი – როგორ დაანებეთ თავი "ლეიკას" ფირმის აპარატების გამოყენებას?
RAX – ლეიკას დასაწყისში ვხმარობდი. მამაჩემი - ისიც ფოტოგრაფი იყო - ამ კამერას იყენებდა და მეც მიმაჩნდა, რომ მას კარგი ლინზები ჰქონდა.
ჟურნალისტი – ისეთ ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში, როგორშიც თქვენ იღებდით, ლეიკას კამერები როგორ მუშაობდა?
RAX – გრენლანდიაში -40 ცელსიუსის ტემპერატურის პირობებში ლეიკა ერთადერთი კამერა იყო, რომელიც გამართულად მუშაობდა. რასაც ვერ ვიტყვი მამიასა და ქენონზე.

ჟურნალისტი – რომელ ობიექტივებს ხმარობდით “ჩრდილოეთის სახეების” გადაღების დროს?
RAX – ლეიკაზე ძირითადად 21მმ-დან 50მმ-მდე დიაპაზონში, ხოლო მამიაზე _ 43 მმ. თან მქონდა წაღებული 200მმ ობიექტივი პენტაქსზე იმ შემთხვევისთვის, თუ ახლო-მახლო პოლარული დათვები გამოჩნდებოდნენ. მე თვითონ უპირატესობას ფართოკუთხიან ობიექტივებს ვანიჭებ. სხვა ლინზებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხმარობ, თუ გაზეთისთვის მაქვს მოსამზადებელი ახალი ამბები ან რაიმე სპორტული შეხვედრა.

ჟურნალისტი – ვინ არის თქვენი იდეალი? ვისგან იღებთ შთაგონებას?
RAX – ბევრნი არიან. ვათვალიერებ ფოტოებს მთელი მსოფლიოდან. ბევრი ფოტოგრაფის ნამუშევრების თვალიერებისას თავს ბედნიერად ვგრძნობ ხოლმე. მიყვარს ძველი ოსტატები: იუჯინ სმიტი (W. Eugene Smith) და Life-ის ბევრი ძველი ფოტოგრაფი. ისინი გენიოსები იყვნენ. მერი ელენ მარკი (Mary Ellen Mark) ჩემი კარგი მეგობარია. მიყვარს მისი ნამუშევრები. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფოტოგრაფია ბრესონი (Henry Cartier Bresson )მგონია, რომ `დღეისათვის ჯეიმს ნეჩუეია (James Nachtwey ) ერთ-ერთი საუკეთესო. წყნარია და ყოველთვის გასაოცარ ფოტოებს გვიჩვენებს.

რაქსის უამრავ გამოფენებზე და წარმატებებზე აღარ ვილაპარაკებ, დანარჩენი შეგიძლიათ ნახოთ მის პერსონალურ საიტზე
www.rax.is
1 comment:
sainteresoa!!
Post a Comment