Tuesday, September 18, 2007

Abbas





აბასი პარიზში გადასახლებული ირანელი ფოტოგრაფია.

თავისი შემოქმედება მან მიუძღვნა ფორმირების პროცესში მყოფი სამხრეთის სოციალურ და პოლიტიკურ სფეროს. 1970 წლიდან მოყოლებული, მისი ძირითადი ნამუშევრები ქვეყნდებოდა მსოფლიოს ჟურნალებსა და სხვადასხვა გამოცემებში და მოიცავდა ბიფარის, ბანგლადეშის, ოლსტერის, ვიეტნამის, ცენტრალური აღმოსავლეთის, კუბის, ჩილეს ომებსა და რევოლუციებს. აგრეთვე მომზადებული აქვს თემა, სამხრეთ აფრიკაში, აპართეიდის შესახებ.
1978 – 1980 წლებში აბასმა გადაიღო ირანის რევოლუცია და 17-წლიანი დევნის შემდეგ, 1997 წელს, ირანში დაბრუნდა.მისი წიგნი “ირანის დღიური _ 1971-2002” მისივე გადაღებული ფოტოებისა და დაწერილი დღიურის კრიტიკულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
1983 – 1986 წლებში, მან მექსიკაში იმოგზაურა. აბასი ისე იღებს ფოტოების სერიას ქვეყნის შესახებ, თითქოს რომანს წერდეს.
1987 – 1994წწ იმოგზაურა ფხენიანიდან მაროკოში, გადაიღო ისლამის აღორძინება. მისი გამოფენა და წიგნი “ალაჰ ო აკბარ” ასახავს მუსლიმური საზოგადოების შინაგან დაპირისპირებებს და მის კავშირს მითოსურ წარსულსა და მოდერნიზებულ დემოკრატიულ მომავალს შორის.
2000 – 2002 იგი მუშაობს ანიმიზმის თემაზე. იგი თავს ანებებს ამ პროექტს ნიუ-იორკის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის წლისთავზე.
დღეს აბასი რელიგიების დაპირისპირების თემაზე მუშაობს. მის ნამუშევრებში რელიგიები განსაზღვრულია როგორც კულტურა და არა როგორც რწმენა.
1981 წლიდან აბასი სააგენტო MAGNUM-თან თანამშრომლობს.







































































































3 comments:

Lasha Gabunia said...

ძალიან მომეწონა. მაგარია. .)))

მაკა said...

სულისშემკვრელი ფოტოებია. ბოლოში ჩავედი და მივხვდი, რომ აღარ ვსუნთქავდი

Anonymous said...

maaaaagaria