Thursday, June 14, 2007

MAGNUM

Image Hosted by ImageShack.us

“მაგნუმი” ფოტოგრაფიული გაერთიანებაა, რომლის პატრონებიც მისივე წევრი ფოტოგრაფები არიან. მაგნუმელები თავიანთი ინდივიდუალური ძლიერი ხედვით აფიქსირებენ სამყაროს და გვიჩვენებენ ხალხს, მოვლენებს, თემებს და პიროვნებებს. თავისი ნიუ-იორკის, ლონდონის, პარიზისა და ტოკიოს ოთხი ძირითადი ოფისისა და თხუთმეტი ფილიალის მეშვეობით "მაგნუმი" ფოტოებს აწვდის პრესას, გამომცემლებს, სარეკლამო აგენტებს, ტელევიზიას, გალერეებსა და მუზეუმებს მთელ მსოფლიოში.
მაგნუმის ფოტოების ბიბლიოთეკა ცოცხალი არქივია, რომელიც ყოველდღიურად განახლდება ახალი ნაშრომებით მთელი მსოფლიოდან. ბიბლიოთეკა ინახავს ნაშრომებს, რომლებიც მაგნუმელებმა სხვადასხვა დროს შექმნეს, ასევე ზოგიერთ განსკუთრებულ კოლექციასაც არამაგნუმელი ფოტოგრაფებისაგან. იქ დაახლოებით 1 მილიონ ფოტომდეა, როგორც დაბეჭდილი, ასევე ნეგატივის სახით, რომელთაგან 350,000-ის ნახვა შესაძლებელია მაგნუმის საიტზე.
ბიბლიოთეკაში, ესპანეთის სამოქალაქო ომიდან მოყოლებული დღემდე, უმეტესი მნიშვნელოვანი მოვლენა და პიროვნებაა შესული. აქვეა მუდმივად განახლებადი თემები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ინდუსტრიის, საზოგადოებისა და ხალხის, საინტერესო ადგილების, პოლიტიკისა და ახალი ამბების, კატასტროფებისა და კონფლიქტების შესახებ. მაგნუმის ფოტობიბლიოთეკა ასახავს მსოფლიოს ცხოვრების ყველა ასპექტს და საუკეთესო დოკუმენტალისტი ფოტოგრაფების უნიკალურ ხედვას. მოკლედ, თუ ხედავთ მაგარ ფოტოს და ვერ იხსენებთ, ვინ გადაიღო ან სად შეიძლება მისი ნახვა, სავარაუდოდ, ეს მაგნუმი იქნება.


"მაგნუმი აზრების ერთიანობა, ადამიანების თვისებების ერთგვარობა და ცნობისმოყვარეობაა იმის მიმართ, თუ რა ხდება მსოფლიოში, იმის პატივისცემაა, რაც ხდება და სწრაფვაა ყოველივე ამის ვიზუალური დაფიქსირებისაკენ."
ანრი კარტიე-ბრესონი
Image Hosted by ImageShack.us

2 comments:

terry said...

nu vot magari xalxi !
gamarjobat ! :)

Maia Chkhaidze said...

magari xar Zma!