Thursday, July 19, 2007

Lola Álvarez Bravo




ლოლა ალვარეს ბრავო (Lola Alvarez Bravo)

პირველი ქალი ფოტოგრაფი იყო მექსიკაში. ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო მექსიკის პოსტრევოლუციური რენესანსის პერიოდში ფრიდა კალოს, თინა მანდოტის, დიეგო რივერასა და მანუელ ალვარეს ბრავოსთან ერთად. (მისი მოღვაწეობა აღსანიშნავია როგორც მისი ნამუშევრების მრავალფეროვნების, ასევე ხარისხის თვალსაზრისით. ის ფოტორაფიას სხვადასხვა კუთხით უდგებოდა _ მუშაობდა როგორც ფოტოჟურნალისტი, კომერციული ფოტოგრაფი და პროფესიონალი პორტრეტისტი. ამავე დროს იგი ინტენსიურად იღებდა ადამიანების, ადგილებისა და საგნების დოკუმენტურ ფოტოებს თავის მშობლიურ მექსიკაში. უყვარდა აგრეთვე ფოტომონტაჟი. ამას გარდა, მან ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მექსიკის კულტურის განვითარებაში, როგორც შესანიშნავმა ფოტოგრაფიის მასწავლებელმა, მრავალი გამოჩენილი მექსიკელი მსახიობისა და მწერლის მეგობარმა (რომლთა უმეტესობა გადაღებული ჰყავდა) და პრესტიჟული გალერეის მფლობელმა, სადაც პირველად გამოფინა თავისი მეგობრის, ფრიდა კალოს პორტრეტების სერია.
ლოლა დაიბადა ჯალისკოში (Jalisco), შეძლებული მექსიკელების ოჯახში. როდესაც სამი წელი შეუსრულდა, მისი ოჯახი საცხოვრებლად მეხიკო სიტიში(Mexico City) გადავიდა და თავისი ხანგრძლივი ცხოვრების ბოლომე იქ იყო მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ორი წლის გამოკლებით, როდესაც იგი ცხოვრობდა ოაქსაკაში (Oaxaca) თავის მაშინდელ ქმართან, მანუელ ალვარეს ბრავოსთან ერთად (Manuel Alvarez Bravo). ლოლამ მშობლები ადრე დაკარგა და თავისი ნახევარძმის ოჯახში გადასახლდა, სადაც მეზობლად გაიცნო თავისი მომავალი ქმარი. ისინი 1925 წელს დაქორწინდნენ.
ლოლამ ფოტოების გადაღება 1926 წელს დაიწყო თავისი ქმრის ხელმძღვანელობით და ექვსი წლის მანძილზე მანუელი ასწავლიდა ფირების გამჟღავნებას, ლაბორატორიაში მუშაობას, ბეჭდვას და ყველაფერს ფოტოგრაფიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მისი ფოტოები მანუელის გავლენას განიცდიდა – მათ ერთნარი კამერები ჰქონდათ, ერთნაირ ფირებს ხმარობდნენ – 1940-50 წლებში ლოლამ საკუთარი ესთეტიკური ხედვა დაიმკვიდრა. იგი კონცენტრირებული იყო ორ განსაკუთრებულ, მუშაობის მკვეთრ ტიპზე: ეს იყო პორტრეტები და ქუჩის ფოტოგრაფია. 1934 წელს ლოლა და მანუელი გაშორდნენ, მაგრამ ლოლამ გადაწყვიტა, ქმრის გვარი დაეტოვებინა. მას შემდეგ ლოლამ თავისი კარიერა ცალკე განაგრძო. მან მონახა თავისი გარემომცველი სამყაროს გამოხატვის საკუთარი პოეტური ხერხები და შექმნა მიმზიდველი ფოტოები. ლოლა გარდაიცვალა 1993 წელს, 86 წლის ასაკში.








ლოლას საყვარელი კამერა "Graflex"










































































Sunday, July 15, 2007

Josef Koudelka


კუდელკა,
ფრანგული წარმოშობის ჩეხი ფოტოგრაფი.

იღებდა პატარაობიდან, 6X6 ფორმატის “Bakelite” კამერით. იღებდა ოჯახის წევრებს და იმ გარემოს სადაც ცხოვრობდა. 1961 წელს დაამთავრა პრაღის უნივერსიტეტი და ინჟინრად დაიწყო მუშაობა. იმავდროულად იღებდა სპექტაკლებს “Rolleiflex” კამერით.
1968 წელს, ვიდრე სამშობლოს დატოვებდა, კუდელკა პრაღაში წითელი არმიის შეჭრას შეესწრო, რაც ფოტოფირზე აღბეჭდა კიდეც. აღნიშნულმა რეპორტაჟმა “რობერტ კაპას” სახელობის ოქროს მედალი დაიმსახურა. ამ ჯილდომ განსაზღვრა მისი ცხოვრების მიზანი და მომავალი კარიერა. 1970 - 1980 წლებში კუდელკა ცხოვრობდა ინგლისში . მუშაობდა სხვადასხვა გრანტზე და პროქტზე: Gypsies (1975) ანდ Exiles (1988). კუდელკას მუშაობაში ეხმარებოდნენ ანა ფაროვა (ჩეხი ისტორიკოსი); ჰენრი კარტიე ბრესონი; ელიოტ ერვიტი. 1974 წლიდან არის მაგნუმის საგენტოს წევრი. 1987 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და მიეცა საშუალება 1990 წელს დაბრუნებულიყო პრაღაში, სადაც ძირითადად მშობლიური მხარის პეიზაჟებს გადაღება დაიწყო. ამჟამად კუდელკა ცხოვრობს სფრანგეთში და პანორამული კამერით ევროპის პეიზაჟების გადაღებაზე მუშაობს.





















































ახალი წიგნის პრეზენტაცია

http://www.youtube.com/watch?v=pJbrFBX8vcs